თბილისის 118-ე საჯარო სკოლა
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში IV კლასი
პედაგოგი: ლონდა ლავრინენკო
გაკვეთილის თემა
|
საინფორმაციო ტექსტი-„მაინც რამდენ
ხანს ცოცხლობს პეპელა?“-ლელა ქისტაური.
|
საგანი
|
ქართული ენა
|
სწავლის საფეხური
|
დაწყებითი,
მე-4 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
26 მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზნები
|
Ø ტექსტის გაგება-გააზრება;
Ø მეტყველებისა და აზროვნების უნარის განვითარება;
Ø ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
Ø წერითი უნარ-ჩვევების განვითარება.
|
ე.ს.გ.
|
Ø მოსწავლე შეძლებს წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემას;
Ø ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ
გამოყენებას;
Ø ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;
Ø უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის მიხედვით.
|
შეფასება,შეჯამება
|
სიტყვიერი კომენტარი,შეფასების რუბრიკები
|
სასწავლო მასალა,რესურსები
|
დაბეჭდილი ტექსტი, აქტივობის ბარათები,თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი,მაგნიტები,მარკერი,მაგნიტური
დაფა.საკითხავი წიგნი, წებოვანი
ფურცლები.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A-ფაზა-(გამოწვევა) 15წთ.
|
გაიხსენებენ
წინა გაკვეთილზე გავლილ
მასალას, კერძოდ, მწერების
შესახებ. ჩამოთვლიან, მოკლედ
დაახასიათებენ. შემდეგ შეავსებენ
კროსვორდს, რომლის ვერტიკალურ
ხაზზეც მიიღება სიტყვა
„პეპელა“. გაიხსენებენ ა.წერეთლის
ლექსს „ყმაწვილი და პეპელა“.
წავაკითხებ როლებად. ყურადღება
გამახვილდება სტრიქონზე „დღეგრძელი
არა ვარ“- რას ნიშნავს?
წამოიჭრება პრობლემა „მაინც
რამდენ ხანს ცოცხლობს
პეპელა?“ გამოთქვამენ ვარაუდებს.
( ვარაუდების ღრუბლების შევსება)
აქ ვაცნობ გაკვეთილის
თემასა და მიზნებს.
|
B-ფაზა(ტექსტზე მუშაობა ჯგუფებში) 15-20 წთ.
|
ამის შემდეგ მოეწყობიან
დიფერენცირებულ ჯგუფებად, დაურიგდებათ
თავებად დანაწევრებული ტექსტი
კითხვებითა და დავალებით, წაიკითხავენ ინდივიდუალურად, განიხილავენ ჯგუფებში მის შინაარსს, უპასუხებენ
ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს, ჩამოაყალიბებენ საპრეზენტაციო ფურცელზე
და მოეწყობა პრეზენტაცია.
|
ლექსიკაზე
მუშაობა (5 წთ)
|
განმარტავენ
ტექსტში წაკითხულ მათთვის
შესაძლო უცხო და გაუგებარ სიტყვებს. (მაგ: მეტამორფოზა.)
|
C-ფაზა(შეფასება-შეჯამება)
3 წთ.
|
მოსწავლეები შეაფასებენ და შეაჯამებენ გაკვეთილს.
მიეცემათ საშიანაო დავალება: მოიძიონ სხვა დამატებითი
ინფორმაციები პეპლის შესახებ.
|
მოსწავლეთა შეფასება-2წთ.
|
მოხდება ურთიერთშეფასება, მასწავლებლის მიერ
ჯგუფური მუშაობის შეფასება,
ბოლოს კი მასწავლებელი სიტყვიერი კომენტარით შეაფასებს მთელ კლასს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий