[
|
|
|
2014-2015 სასწავლო წელს დაწყებითი განათლების
კათედრა აერთიანებდა 1-4 კლასების 15 მასწავლებელს. კათედრის
პირველივე სხდომაზე წევრებს
გავაცანი ის სიახლეები,
რომელიც იმ პერიოდში
არსებობდა განათლების სისტემაში,
ის მოთხოვნები, რასაც
ითვალისწინებდა თანამედროვე სწავლება
და მასწავლებელთა ჩართვა
პროფესიული განვითარების სქემაში.
მივაწოდე ინფორმაციები მათთვის
საინტერესო საკითხებზე. განვსაზღვრეთ კათედრის
მიზნები და წლიური
სამუშაო გეგმა.
მთელი წლის მანძილზე კათედრა
მუშაობდა კოორდინირებულად დირექციასთან, ფსიქოლოგებთან და სხვა საგნობრივ
კათედრებთან. კათედრის წევრები
განიხილავდნენ როგორც კლასის
წარმატებულ მხარეებს და გამოცდილებას უზიარებდნენ
ერთმანეთს, ასევე მსჯელობდნენ
არსებულ პრობლემებზე, სახავდნენ
გზებს მათ აღმოსაფხვრელად და მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად. გამოცდილი
მასწავლებლები სისტემატურად აძლევდნენ
რჩევებს დამწყებ და ახალბედა მასწავლებლებს. ამისათვის
ხშირად ვესწრებოდით ერთმანეთს
სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზე, ვიზიარებდით
და ვაძლევდით საჭირო
რეკომენდაციებს. ჩატარებულ გაკვეთილებს
განვიხილავდით სხდომებზე. გაკვეთილის
ჩატარებისასა ერთერთი მთავარი
მოთხოვნა იყო სიახლეთა
და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლების
მიზნით პედაგოგები სისტემატურად
გადიოდნენ სხვადსხვა ტრენინგებს.
მათ შორის ყველა
1 კლასის მასწავლებელმა გაიარა „1:1 ელექტრონული სწავლების
დანერგვის“ ტრენინგ-კურსი; მე-3
კლასის ყველა მასწავლებელმა-„პროექტებით სწავლების“
ტრენინგი. ამ ტრენინგებზე
მიღებული ცოდნის საფუძველზე
თითოეულმა ჩაატარა საჩვენებელი
გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა
ტრენერი ირინა მარკოზაშვილი.ძირითადი შეფასება
იყო კარგი, თუმცა
შეინიშნებოდა ხარვეზებიც, რომელიც
განვიხილეთ პედაგოგებთან ინდივიდუალური შეხვედრის
დროს. მიეცათ გარკვეული
მითითებები და რეკომენდაციები.
პროექტებით სწავლებაში
აღსანიშნავია მე-3 -გ კლასში
ჩატარებული პროექტი „ნორჩი
მწიგნობარი“. პროექტი განხორციელდა
მშობელთა აქტიური ჩართულობითა
და მხარდაჭერით. მისი მიზანი იყო წიგნიერების დი წიგნის კითხვის
ჩვევის დანერგვა მოსწავლეებში. პროექტის
ფარგლებში მოეწყო საკლასო
ბიბლიოთეკა და მოსწავლეები
მორიგეობით ასრულებდნენ ბიბლიოთეკარის მოვალეობას,
დარიგდა ბუკლეტები, შეიქმნა
თემატური პლაკატები, მოსწავლეები
გაეცნენ წიგნის განვითარების ისტორიას,
მნიშვნელობასა და დანიშნულებას. თავისი
ხელით შექმნეს წიგნები
სხვადასხვა თემაზე და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მეტ წიგნს
წაიკითხავდა, წაკითხულს კი ერთმანეთს უზიარებდნენ, აწარმოებდნენ კვლევას
„ ვინ რას კითხულობს“... პროექტმა
ხელი შეუწყო კითხვის
ტექნიკის გაუმჯობესებასაც.
ასევე ჩატარდა
პროექტები „ზღაპრის სამყაროში“, „ ფუტკარი და მისი პროდუქტები’, „ჯანსაღი
კვება“.
მე-3-ა და მე-3-ბ კლასებსი
ჩატარდა თემატური ღონოსძიებები,
რომელსაც ესწრებოდნენ დირექციის
წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები
და მშობლები, მე-3-დ
კლასმა მოაწყო საახალწლო
ვიქტორინა „ რა, სად, როდის“,
ასევე მათმა სიმღერამ
გაალამაზა ღონისძიება, რომელიც
მიეძღვნა სტუმრებს სასომხეთიდან.
არ შეიძლება
არ აღინიშნოს მე-3-გ
კლასიის მოსწავლეების მონაწილეობა
და აქტიურობა ა. წერეთლის
იუბილესადმი მიძღვნილ სასკოლო
ღონისძიებაში, რომლის დროსაც
მათ მხატვრულად წაიკითხეს
ა. წერეთლის ლექსები,
ნათარგმნი იგავ-არაკები და განასახიერეს ამ იგავების პერსონაჟები.
შემაჯამებელი და გამოსაშვები ღონისძიებები
ჩატარდა ყველა პირველ
და მე-4 კლასში.
საახალწლო და თემატური
ზეიმები მე-2 კლასებში.
ყველა კლასი
აქტიურად და წარმატებით
მონაწილეობდა სკოლის მიერ მოწყობილ აქციებსა
და საქველმოქმედო პროექტებში, სხვადასხვა
ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ
საგნობრივ ოლიმპიადებში. ამაზე
მეტყველებს უამრავი სერტიფიკატი,
დიპლომი, ჯილდო და სხვსდასხვა ხარისხის
სიგელი, მადლობის წერილები
ოლიმპიადის ორგანიზატორების წერილები
პედაგოგებისადმი (ლ. ლავრინენკი,
ი. აბულაშვილი, ლ.დავითლიძე ...)
პედაგოგ ც. მოსიაშვილის მოსწავლეები
მონაწილეობდნენ საქალაქო თეატრალურ
კონკურსში, პედაგოგ ზ. ზადიშვილის მოსწავლეები- პოლიციის
დღესთან დაკავშირებულ ნახატების
გამოფენა-კონკურსში. ყველა მათგანი
დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელებით.
სასწავლო წლის მიწურულს, ცოდნის
საერთო დონის განსაზღვრის
მიზნით მე-4 კლასებში ჩატარდა
შემაჯამებელი სარეიტინგო წერები
ქართულ ენასა და მათემატიკაში. ნაშრომების
გასწორების შედეგად დაიდო
ასეთი მაჩვენებლები;
კარგი შედეგი
აჩვენეს მე-4-ა კლასის მოსწავლეებმა როგორც
ქართულში, ასევე- მათემატიკაში
9პედ. ზ. ზადიშვილი) .
ასევე კარგი შედეგები დაფიქსირდა
პედაგოგ ნ. ფილაურთან. შედარებით
დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ
პედ. ი სვანიშვილისა და ც. მოსიაშვილის მოსწავლეებს
მათემატიკაში, ქართულში კი- დამაკმაყოფილებელი.
სასწავლო წლის ბოლოს თითქმის
ყველა კლასმა მოაწყო
გეგმიური მიზნობრივი ექსკურსია
სხვადასხვა მარშრუტით.
პედაგოგები წლის
ბოლოსაც კი ზრუნავენ
საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის და მონაწილეობას იღებენ
სასერტიფიკაციო გამოცდებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий