თემა: მონაცემთა
წარმოდგენის საშუალებები-სვეტოვანი დიაგრამა
საგანი:
მათემატიკა
|
კლასი: მეოთხე
|
პედაგოგი: ლ.
ლავრინენკო
|
დრო: 45 წუთი
|
გაკვეთილის
მიზანი:
|
მოსწავლეებმა
შეძლონ სვეტოვანი დიაგრამის
წაკითხვა, ერთი და იგივე მონაცემების სხვადასხვა სახით
წარმოდგენა, მონაცემთა ორი ერთობლიობის შედარება
|
სწავლის შედეგები
|
|
დამოკიდებულება:
|
მოსწავლეებს
აუმაღლდებათ მოტივაცია, მონაცემთა
წარმოდგენის სხვადასხვა საშუალებებიდან შეარჩიონ
ოპტიმალური
|
ცოდნა:
|
მოსწავლეს
ეცოდინება მონაცემთა წარმოდგენის
ერთ-ერთი ხერხი-სვეტოვანი დიაგრამა,
მისი აგების გზები.
|
უნარები:
|
მოსწავლეს
განუმტკიცდება მონაცემთა სხვადასხვა
სახით წარმოდგენის პრაქტიკული
უნარ-ჩვევები, განუვითარდება ანალიზისა
და შეფასების უნარ-ჩვევები.
|
ესგ სტანდარტი:
მათ.IV.14. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივ და რაოდენობრივ
მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
|
·
სავამს საძიებო/ შემაჯამებელ კითხვებს
ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემების
შესახებ.
·
აღწერს/ განმარტავს
სვეტოვანი დიაგრამის სახით
წარმოდგენილ მონაცემებს სიტყვიერად
და წერილობით.
·
ადარებს მონაცემთა
ორ ერთობლიობას.
|
საჭირო წინარე ცოდნა
და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლე აღწერს/განმარტავს პიქტოგრამის
და ცხრილის სახით
წარმოდგენილ მონაცემებს სიტყვიერად
ან წერილობით, სვამს
შემაჯამებელ კითხვებს პიქტოგრამის
ან უმარტივესი ცხრილის
სახით წარმოდგენილი მონაცემების
შესახებ.
სწორად ავსებს
ცხრილის მონაცემებსმზა ცხრილის
შესაბამის უჯრებში.
|
წინარე ცოდნის შეფასება
|
წინარე ცოდნას შევაფასებ
საშინაო დავალების ერთობლივი
გარჩევით (ასევე წინა
გაკვეთილებზე დაკვირვებით)
|
გაკვეთილის/ აქტივობების გეგმა
|
|
მოსწავლეთა
დაჯგუფების ფორმები:
|
მუშაობენ ჯერ ინდივიდუალურად, შემდეგ- ჯგუფურად.
|
დაჯგუფების
კრიტერიუმები
|
დაჯგუფებულნი
არიან მზაობის მიხედვით.
|
სასწავლო
მასალა:
|
სახელმძღვანელო,
რვეული, დაფა, ცარცი, თაბახისა
და ფლიპჩარტის ფურცელი,
ფერადი წებოვანი ფურცლები,
დავალების ბარათები და ფორმატის ქაღალდები,
კალამი, თვითშფასების ფურცელი.
|
გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები:
|
|
I.წინასწარ:
|
·
საშინაო დავალების
ერთობლივი გარჩევა;
·
წინარე ცოდნის გააქტიურება-ახლისათვის შემზადება.
|
II.განმავლობაში
|
·
მუშაობა მთელ
კლასთან, ახალი ცოდნის კონსტრუირება.
·
ჯგუფური მუშაობა
დავალების ბარათებზე
·
პრეზენტაცია
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
III.შემდეგ
|
·
ახალი მასალის
განმამტკიცებელი საშინაო დავალების
გარჩევა და მიცემა.
·
თვითშეფასების ჩატარება
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება
|
·
როგორ ასრულებენ
საშინაო დავალებას
·
რამდენად არიან
ჩაბმული საკლასო აქტივობებში
და როგორია მათ მიერ შესრულებული
სამუშაოს ხარისხი
·
როგორ იქცევა
მოსწავლე გაკვეთილის განმავლობაში და განსაკუთრებით ჯგუფური
მუშაობის დროს.
·
რა სახის
შეკითხვებს სვამს.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1.
ფაზა: 10 წუთი
|
საშინაო დავალების
ერთობლივი გარჩევა.
საშინაო დავალების
გარჩევას დავიწყებ მოსწავლეთა
რვეულების დათვალიერებით. 2 მოსწავლე გამოვა
დაფასთან და დახაზავენ
ერთი ცხრილს, მეორე- პიქტოგრამას, ამასობაში
დანარჩენ კლასთან ვამოწმებ
რა სახის კითხვები დასვეს.
შემდეგ შეხედავენ დაფს
და შეადარებენ თავის
დავალებას. დავსვამ რამდენიმე
შემაჯამებელ კითხვას.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
II. ფაზა: 10-15 წუთი
|
მივმართავ მოსწავლეებს, ჩავატაროთ
გამოკითხვა საყვარელი სასმელის
შესახებ ( გამოვაკრავ სასმელების- ფანტა, პეპსი, კოკა-კოლა, „ზედაზენი“ ფოტოებს)
ვთხოვ წებოვანი ფურცლები
მორიგეობით მიაკრან საყვარელი
სასმელის სურათს. გამზადებული
მაქვს დიდი ფლიპჩარტის
ფურცელი შემდეგი ცხრილით:
როგორ
გავიგო რომელი სასმელი რამდენს მოსწონს? (დავთვალოთ ფურცლები
და შევიტანოთ ცხრილში).
ვიკითხავ თუ შეძლებდნენ
რაოდენობის გარკვევას, თუ ამ ფურცლებს
გადმოვიტანთ და ჩავაკრავთ
ცხრილში? (ასეც მოვიქცევით) დავსვამ
რამდენიმე კითხვას: გადათვლის
გარეშე თუ შევძლებთ
გავიგოთ რომელი სასმელი
მოსწონს მეტს და რამდენით? როგორ
მიხვდით? (დათვლიან „კუდში“
ბარათების რაოდენობას). შეიცვლება
მონაცემები თუ ფლიპჩარტის
ფურცელს ამოვაბრუნებ?(არა).
სწორედ აქ ვაცნობ ახალი
გაკვეთილის თემასა და მიზანს
(ვაკრავ დაფაზე)
აი როგორ
გამოისახება ჩვენი გამოკითხვის
მონაცემები სვეტოვანი დიაგრამით. (გავაკრავ) ყურადღება მიაქციეთ
თანაბარ დანაყოფებს და იმას,
რომ ერთი დანაყოფი
შეიძლება აღნიშნავდეს რამდენიმეს
ისევე, როგორც პიქტოგრამაში.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სვეტოვანი დიაგრამის
აგება: 10-15 წთ.
|
ჯგუფებში გავანაწილებ
დავალებებს, მივცემ მცირე
ინსტრუქციას და შეუდგებიან
მუშაობას. ბოლოს მოახდენენ
პრეზენტაციას, რომელსაც შევაფასებ
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
III.ფაზა:
5წთ
|
მივცემ დავალებას
მცირე ინსტრუქციით. ( გუშინდელი დავალებისთვის ააგეთ სვეტოვანი
დიაგრამა) დავურიგებ თვითშფასების ფურცლებს,
რომლებსაც შევსებულს უკან
დამიბრუნებენ.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გმადლობთ თანამშრომლობისთვის.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий