თბილისის 118-ე საჯარო სკოლა
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში IV კლასი
პედაგოგი: ლონდა ლავრინენკო
გაკვეთილის თემა
|
საინფორმაციო ტექსტი-„ჭიანჭველები“-ნინო სურმავა.
|
საგანი
|
ქართული ენა
|
სწავლის საფეხური
|
დაწყებითი IV კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
26 მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზნები
|
Ø ტექსტის გაგება-გააზრება;
Ø მეტყველებისა და აზროვნების უნარის განვითარება;
Ø ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
Ø წერითი უნარ-ჩვევების განვითარება.
|
ე.ს.გ.
|
Ø მოსწავლე შეძლებს წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემას;
Ø ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ
გამოყენებას;
Ø ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;
Ø უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის მიხედვით.
|
შეფასება,შეჯამება
|
სიტყვიერი კომენტარი, შფასების
რუბრიკები
|
სასწავლო მასალა,რესურსები
|
დაბეჭდილი ტექსტი,აქტივობების ბარათები,თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი,მაგნიტები,მარკერი,მაგნიტური
დაფა,
წებოვანი
ფურცლები.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A-ფაზა-(გამოწვევა) 15წთ.
|
გამოწვევის
მიზნით შევთავაზებ კროსვორდის
შევსებას, რომლის ვერტიკალურ
სვეტშიც მიიღება სიტყვა
„მწერი“. შემდეგ შევავსებთ „ასოციაციურ რუკას“,
რომელშიც გაიხსენებენ და ჩამოწერენ მწერებს,
შემდეგ მოხდება მათი
განაწილება „ვენის დიაგრამაში“
რომელიმე ნიშნის ( მაგ: მშრომელი და უზრუნველი) მიხედვით.
ყურადღებას გავამახვილებ მშრომელებზე
და მინიშნებებით (მას თავისზე
25-ჯერ მძიმე ტვირთის
მოკიდებაა შეუძლია) მივახვედრებ
რომ საუბარი გვექნება
ჭიანჭველაზე. აქ გავაცნობ
გაკვეთილის თემას-„ჭიანჭველები“ და მიზანს.
|
B-ფაზა(ტექსტზე მუშაობა ჯგუფებში) 15-20 წთ.
|
ამის შემდეგ გადანაწილდებიან დიფერენცირებულ ჯგუფებში,
დაურიგდებათ თავებად დანაწევრებული ტექსტი კითხვებითა
და დავალებებით, მიეცემათ
მოკლე ინსტრუქცია და შეუდგებიან მუშაობას.
ტექსტს წაიკითხავენ ინდივიდუალურად,განიხილავენ
ჯგუფებში მის შინაარსს,უპასუხებენ ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს, ჩამოაყალიბებენ საპრეზენტაციო ფორმატზე და მოეწყობა პრეზენტაცია.
|
ლექსიკური
სამუშო (5 წთ)
|
განმარტავენ
მათთვის შესაძლო უცხო
ან გაუგებარ სიტყვებს
ტექსტიდან (მაგ:“სინოპტიკოსი“, „კომუნიკაცია“)
|
C-ფაზა(შეფასება-შეჯამება)
3 წთ.
|
მოსწავლეები შეაფასებენ და შეაჯამებენ გაკვეთილს.
მიეცემათ საშიანაო დავალება: მოიძიონ ინფორმაცია თავიანთთვის საინტერესო
მწერზე.
|
მოსწავლეთა შეფასება-2წთ.
|
მოხდება ურთიერთშეფასება,ჯგუფების შეფასება მასწავლებლის მიერ,
ბოლოს კი მასწავლებელი სიტყვიერი კომენტარით შეაფასებს მთელ კლასს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий