მიმდინარე 2014-2015
საწავლო წელს ჩემს სადამრიგებლო კლასში
სიით ირიცხებოდა 25 მოსწავლე,
მათ შორის 9 გოგონა
და 16- ვაჟი. თითოეული
გონებრივად და ფიზიკურად
ჯანმრთელია. გააჩნიათ სათანადო პირობები ნორმალური
სწავლა-აღზრდისათვის. აზროვნებენ ლოგიკურად
და მსჯელობენ თანმიმდევრულად. ზრუნავენ
როგორც პირად, ასევე სასკოლო
გარემოს სისუფთავეზე. მათი გარეგნული იერსახე
დამაკმაყოფილებელია. ინკლუზიური და სსმმ კლასში არ არის.
სასწავლო წლის დასაწყისშივე გავეცი
სასკოლო სახელმძღვანელოები და რვეულები,
რამაც ხელი შეუწყო
მოსწავლეთა დროულ და აქტიურ ჩართვას
სასწავლო პროცესში.
შევავსე და მოვაწესრიგე საკლასო
ჟურნალი და სხვა დოკუმენტაცია, შევიმუშავე
თემატურ-კალენდარული გეგმები, რამაც
საშუალება მომცა სწორად
გამენაწილებინა საპროგრამო მასალა
მთელი სასწავლო წლის მანძილზე. ჩავატარე
მშობელთა კრება, რომელზეც
გავაცანი სასწავლო წლის მიზნები და ამოცანები, განვიხილეთ
საორგანიზაციო საკითხები და ავირჩიეთ მშობელთა
კომიტეტის ახალი შემადგენლობა. ვაწარმოებდი
სისტემატურად მოკლე და პერიოდულად გაშლილ
საგაკვეთილო გეგმებს. წინასწარ
მოვიძიე და ზოგიც
დავამზადე რესურსები, რაც მეხმარებოდა გაკვეთილების ხარისხიანად
და ნაყოფიერად ჩატარებაში.
სექტემბერშივე კლასი
ჩაერთო პროექტში „ნორჩი
მწიგნობარი“. პროექტის ფარგლებში
მოსწავლეები გაეცნენ წიგნის
განვითარების ისტორიას, მნიშვნელობასა და დანიშნულებას. მათ თვითონ დაამზადეს
წიგნები სხვადასხვა თემაზე,
შევქმენით თემატური პლაკატები
„ წიგნმა მითხრა,
თურმე...“, „ ჩვენ ვკითხულობთ“... მშობელთა
აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით შეიქმნა
საკლასო ბიბლიოთეკა, საიდანაც
ბავშვებს მიჰქონდათ წიგნები,
კითხულობდნენ და უზიარებდნენ
შთაბეჭდილებებს, ეჯიბრებოდნენ, ვინ მეტ წიგნს
წაიკითხავდა. ამ პროექტმა
დიდად შეუწყო ხელი მოსწავლეთა წიგნიერების, წიგნის
კითხვის სიყვარულის განვითარებასა და კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებას. კვლავაც ვაპირებთ
მსგავსი პროექტის უფრო ფართო მასშტაბით ჩატარებას.
კლასის მოსწრების
დონე დამაკმაყოფილებელია, მათ აითვისეს ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა.
თითოეულს ჩამოყალიბებული აქვს სწავლისადმი შეგნებული
დამოკიდებულება. მოსწავლეთა წარმატებებს
ხელს უწყობდა მშობელთა
აქტიური ჩართულობა სასწავლო
პროცესში.
მოსწავლეთა უმეტესი
ნაწილი ჩაბმულია სხვადასხვა
წრეებსა და ჯგუფებში,
მათ შორის ქორეოგრაფიულ სტუდიაში,
ხალხური სიმღერის გუნდში
და სხვა. გადაღებული არიან მხატვრულ ფილმში,
გამოდიან კონცერტებზე, მონაწილეობენ
სხვადასხვა ორგანიზაციების („კინგსი“,
„შერლოკი“, „ლონდონის სკოლა“) მიერ მოწყობილ
საგნობრივ ოლიმპიადებში და აღწევენ გარკვეულ
წარმატებებს, რაზეც მეტყველებს
უამრავი სერტიფიკატი, ჯილდო,
სხვადასხვა ხარისხის დიპლომი,
სიგელი და მადლობის
წერილი მასწავლებლისადმი. არ შეიძლება არ აღვნიშნო ლ. მოდრეკილაძის, ნ. შოთნიაშვილის, ლ.დარბაიძის,
ა. რევაზიშვილის, ს. ჩხეტიანის, დ. დიაკვნიშვილის, ლ. ბუჯიაშვილის, ქორეოგრაფიულ სტუდიაში
გაერთიანებული კიდევ რამდენიმე
მოსწავლის და განსაკუთრებით ანა ჯავახიას წარმატებები. ა. ჯავახიას მონაწილეობა
მიღებული აქვს ყველა
საგნობრივ ოლიმპიადაში რომელიც კი
გამართულა სასწავლო წლის მანძილზე და მიღებული აქვს
წარმატების დამადასტურებელი სიგელები
და დიპლომები.
განსაკუთრებით მინდა
აღვნიშნო ბავშვების მონაწილეობა
ა. წერეთლის იუბილესადმი მიძღვნულ
სასკოლო ღონისძიებაში, სადაც მათ მხატვრულად წაიკითხეს
დიდი მგოსნის ლექსები,
ნათარგმნი იგავ-არაკები და განასახიერეს იგავების
პერსონაჟები. ასევე აქტიურად
ვმონაწილეობდით სკოლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო
თუ სხვა აქციებში.
ყოველკვირეულად ვატარებდი
სადამრიგებლო და კითხვის
საათს ტრენინგებზე მიღებული
ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ვკითხულობდით
და ვააანალიზებდით წაკითხულს,
ვქმნიდით საინტერესო დიორამებსა
და „დიდ წიგნს“.
შევქმენით რესურსები გაკვეთილისთვის „სეზონური
საათი“, თემატური პლაკატი
- „მე მიყვარს
დედა’ და მრავალი
სხვა. აღვნიშნავდით სხვადასხვა დღესასწაულებს.
სადამრიგებლო საათზე
განვიხილავდით კლასისთვის საჭირბოროტო
საკითხებს, პრობლემებს, ერთად ვეძებდით მათი გადაჭრისა და მოგვარების გზებს.
სასწავლო პროცესისგან
განტვირთვის მიზნით ვაწყობდით
გასვლით ღონისძიებებს, ვესწრებოდით
სპექტაკლებს, კონოპრემიერებს. სასწავლო
წელი კი დავასრულეათ
კიდევ ერთი საინტერესო
და მიზნობრივი ექსკურსიით
მარშრუტით „ თბილისი-ვარიანი-უფლისციხე-თბილისი“. ექსკურსიას
წინ უძღოდა მცირე
პროექტი „ იაკობი და ბავშვები“, რომლის
დროსაც მოსწავლეები გაეცნენ
სასიქადულო მამულიშვილის ცხოვრებისა
და მოღვაწეობის ეპიზოდებს,
წაიკითხეს მისი საბავშვო
და ისტორიული მოთხრობები.
ასე მომზადებულები წავედით
ვარიანში.
უფლისციხისა და დოკუმენტური ფილმის
ნახვამ ისტორიული ძეგლის
შესახებ ხელი შეუწყო
სამშობლოს სიყვარულის გრძნობის
გაღვივებასა და საქართველოს
წარსულით დაინტერესებას. შთაბეჭდილებებით დატვირთულნი
დავბრუნდით თბილისში.
ჩავატარე მშობელთა
კრება, გავაცანი მოკლე ანგარიში გაწეული
მუშაობის შესახებ, ორგანიზებულად ავკრიფეთ
და ბიბლიოთეკას ჩავაბარეთ
წიგნები. გადავუხადე მადლობა
გაწეული მუშაობისათვის მოსწავლეებსაც
და მსობლებსაც, მივეცი
საზფხულო დავალებები და კეთილი სურვილებით
დავემშვიდობეთ ერთმანეთს მომავალ
სექტემბრამდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий