მიმდინარე 2015-2016 სასწავლო წელს ჩემს სადამრიგებლო
კლასში სიით ირიცხებოდა 26 მოსწავლე, მათ შორის 9 გოგონა
და 17- ვაჟი. თითოეული
გონებრივად და ფიზიკურად
ჯანმრთელია. გააჩნიათ სათანადო პირობები ნორმალური
სწავლა-აღზრდისათვის. აზროვნებენ ლოგიკურად
და მსჯელობენ თანმიმდევრულად. ზრუნავენ
როგორც პირად, ასევე სასკოლო
გარემოს სისუფთავეზე. მათი გარეგნული იერსახე
დამაკმაყოფილებელია. ინკლუზიური და სსმმ კლასში არ არის.
სასწავლო
წლის დასაწყისშივე გავეცი
სასკოლო სახელმძღვანელოები და რვეულები,
რამაც ხელი შეუწყო
მოსწავლეთა დროულ და აქტიურ ჩართვას
სასწავლო პროცესში.
შევავსე
და მოვაწესრიგე საკლასო
ჟურნალი და სხვა დოკუმენტაცია, შევიმუშავე
თემატურ-კალენდარული გეგმები, რამაც
საშუალება მომცა სწორად
გამენაწილებინა საპროგრამო მასალა
მთელი სასწავლო წლის მანძილზე. ჩავატარე
მშობელთა კრება, რომელზეც
გავაცანი სასწავლო წლის მიზნები და ამოცანები, განვიხილეთ
საორგანიზაციო საკითხები და ავირჩიეთ მშობელთა
კომიტეტის ახალი შემადგენლობა.
სისტემატურად ვაწარმოებდი მოკლე და პერიოდულად გაშლილ
საგაკვეთილო გეგმებს. წინასწარ
მოვიძიე და ზოგიც
დავამზადე რესურსები, რაც მეხმარებოდა გაკვეთილების ხარისხიანად
და ნაყოფიერად ჩატარებაში.
ოქტომბრიდან
კლასი ჩაერთო პროექტში
„G-PRIDE-დაწყებითი განათლება საქართველოში“. პროექტის
ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ
მრავალ საინტერესო სწავლის
მეთოდსა თუ სტრატეგიას .
მთელი წლის მანძილზე
აქტიურად ვატარებდით გაკვეთილებს
ახალი მეთოდებისა და აქტივობების გამოყენებით. ჩავატარეთ ოთხი სამოდელო-საჩვენებელი გაკვათილი
ქართულ ენასა და მათემატიკაში, რომლებზეც
გვესწრებოდნენ ბატონი პაატა ჩორგოლაშვილი, სკოლის
დირექტორი ქალბატონი გიული შენგელია
და „ჯიპრაიდის“ ფასილიტატორი
თამარ თაბუაშვილი. მათგან
მიღებული უკუკავშირის თანახმად
გაკვეთილები მეტად საინტერესო
და ნაყოფიერი იყო, მოსწავლეები აქტიურად
იყვნენ ჩართული გაკვეთილში
და ხალისით ასრულებდნენ
სხვადსხვა აქტივობასა თუ დავალებას.
ასევე პერიოდულად ვატარებდით
ფოკუსირებულ დიაგნოსტიკურ წერებს
ორივე საგანში, ხოლო წლის ბოლოს ჩავატარეთ შემაჯამებელი
დიაგნოსტიკური წერა, რომლის
შედეგების განხილვამ გვიჩვენა,
რომ კლასის ცოდნისა და მოსწრების დონე დამაკმაყოფილებელია. ამ პროექტმა დიდად შეუწყო ხელი მოსწავლეთა წიგნიერების, წიგნის
კითხვის სიყვარულის განვითარებასა და კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებას. ასევე მათემატიკით
უფრო მეტად დაინტერესაბას. კვლავაც ვაპირებ
ამ პროექტის უფრო ფართო მასშტაბით
განხორციელებას.
კლასის
მოსწრების დონე დამაკმაყოფილებელია, მათ აითვისეს ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა.
თითოეულს ჩამოყალიბებული აქვს სწავლისადმი შეგნებული
დამოკიდებულება. მოსწავლეთა წარმატებებს
ხელს უწყობდა მშობელთა
აქტიური ჩართულობა სასწავლო
პროცესში. ისინი აქტიურად
იღებდნენ მონაწილეობას „ჯიპრაიდის“
აქტივობებში და ვატარებდით
გაკვეთილებს მათი მონაწილეობით.
მაგალითად ჩავატარეთ გაკვეთილი ლექსიკის
გამდიდრებაზე ქართულ ენაში,
ხოლო მათემატიკაში- რიცხვების
დამრგვალებაზე უახლოეს ათეულამდე, ასეულამდე, ათასეულამდე...
მოსწავლეთა
უმეტესი ნაწილი ჩაბმულია
სხვადასხვა წრეებსა და ჯგუფებში, მათ შორის
ქორეოგრაფიულ სტუდიაში, ხალხური
სიმღერის გუნდში და სხვა.
გადაღებული არიან მხატვრულ
ფილმში, გამოდიან კონცერტებზე,
მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციების („კინგსი“,
„შერლოკი“, „ლონდონის სკოლა,“
„სმარტი“,) მიერ მოწყობილ
საგნობრივ ოლიმპიადებში და აღწევენ გარკვეულ
წარმატებებს, რაზეც მეტყველებს
უამრავი სერტიფიკატი, ჯილდო,
სხვადასხვა ხარისხის დიპლომი,
სიგელი და მადლობის
წერილი მასწავლებლისადმი. არ შეიძლება არ აღვნიშნო ლ. მოდრეკილაძის, ნ. შოთნიაშვილის, ლ.დარბაიძის,
ა. რევაზიშვილის, ს. ჩხეტიანის, დ. დიაკვნიშვილის, ლ. ბუჯიაშვილის, ხ. ტაბატაძის, დ. პაპუაშვილის, შ. ბუღულაშვილის,
რ. ირემაშვილის, ქორეოგრაფიულ
სტუდიაში გაერთიანებული კიდევ რამდენიმე მოსწავლის
და განსაკუთრებით ანა ჯავახიას წარმატებები. ა. ჯავახიას მონაწილეობა
მიღებული აქვს ყველა
საგნობრივ ოლიმპიადაში, რომელიც კი
გამართულა სასწავლო წლის მანძილზე და მიღებული აქვს
წარმატების დამადასტურებელი სიგელები
და დიპლომები.
მინდა
აღვნიშნო ბავშვების მონაწილეობა მე-4 კლასის
გამოსაშვებ ღონისძიებაში, სადაც მათ მხატვრულად წაიკითხეს
ლექსები, ნათარგმნი თუ ქართული ნაწარმოებები, განასახიერეს სხვადასხვა
ნაწარმოებების პერსონაჟები, წარმოაჩინეს
თვისი ცოდნა მუსიკასა
და ინგლისურ ენაში.
ასევე აქტიურად ვმონაწილეობდით სკოლის
მიერ მოწყობილ საქველმოქმედო
თუ სხვა აქციებში.
ყოველკვირეულად ვატარებდი
სადამრიგებლო და კითხვის
საათს ტრენინგებზე მიღებული
ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ვკითხულობდით გაზეთს „კითხვის
დრო“ და ვააანალიზებდით წაკითხულს,
ვქმნიდით საინტერესო დიორამებსა
და „დიდ წიგნს“.
შევქმენით რესურსები გაკვეთილისთვის „სეზონური
საათი“, თემატური პლაკატი
- „მე მიყვარს
დედა“, დავამზადეთ ნახევარსფეროების რუკები და მრავალი სხვა.
აღვნიშნავდით სხვადასხვა დღესასწაულებს სხვადასხვა
სახით.
სადამრიგებლო
საათზე განვიხილავდით კლასისთვის
საჭირბოროტო საკითხებს, პრობლემებს,
ერთად ვეძებდით მათი გადაჭრისა და მოგვარების გზებს.
სასწავლო პროცესისგან
განტვირთვის მიზნით ვაწყობდით
გასვლით ღონისძიებებს, ვესწრებოდით
სპექტაკლებს, კონოპრემიერებს. სასწავლო
წელი კი დავასრულეათ
კიდევ ერთი საინტერესო
და მიზნობრივი ექსკურსიით
მარშრუტით „ თბილისი-შიომღვიმე-წილკანი--თბილისი“. ექსკურსიას
წინ უძღოდა მცირე
პროექტი „ საქართველოს ღირსშესანიშნაობები“, რომლის
დროსაც მოსწავლეები გაეცნენ
საქართველოს ისტორიულ და რელიგიურ ღირსშესანიშნაობებს, წაიკითხეს
საბავშვო და ისტორიული
მოთხრობები. ასე მომზადებულები წავედით
ექსკურსიაზე.
ამ
ისტორიული ადგილების ნახვამ ხელი
შეუწყო სამშობლოს სიყვარულის
გრძნობის გაღვივებასა და საქართველოს წარსულით
დაინტერესებას. შთაბეჭდილებებით დატვირთულნი
დავბრუნდით თბილისში.
ჩავატარე მშობელთა
კრება, გავაცანი მოკლე ანგარიში გაწეული
მუშაობის შესახებ, ორგანიზებულად ავკრიფეთ
და ბიბლიოთეკას ჩავაბარეთ
წიგნები. გადავუხადე მადლობა
გაწეული მუშაობისათვის მოსწავლეებსაც
და მშობლებსაც, მივეცი
საზფხულო დავალებები და კეთილი სურვილებით
დავემშვიდობეთ ერთმანეთს მომავალ
სექტემბრამდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий