понедельник, 17 апреля 2017 г.

გაკვეთილზე დაკვირვების სქემა



გაკვეთილზე    დაკვირვების    სქემა
კრიტერიუმები   და   მახასიათებლები
1.გაკვეთილის  ჩატარების  გარე  პირობები
- საკლასო ოთახი წესრიგშია.
-აღჭურვილობა, რესურსები (მერხები, ტექნიკა და ..) შეესაბამება გაკვეთილის მიზანს.
-გაკვეთილი დაიწყო ზარის დარეკვისთანავე.
2. მიზნების ჩამოყალიბება:
-გაკვეთილის დასაწყისში მითითებულია მიზნები.
-გაკვეთილის დასაწყისი აღძრავს მოსწავლეთა ინტერესს.
-მასწავლებელი ხსნის შესასწავლი თემის მნიშვნელობას / ღირებულებას.

3.მოსწავლეთა ინტერესის სტიმულირება:
-იყენებს საინტერესო ფაქტებს, მაგალითებს.
-სვამს პრობლემურ კითხვებს / საკითხებს.
-იყენებს მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
4.მასალის მეთოდური დამუშავება:
-იცავს ლოგიკურ თანმიმდევრობას.
-გამოყენებული ცნებები და ტერმინები ზუსტი და მისაწვდომია.
- გამოყოფს საკვანძო საკითხებს და აჯამებს (აჯამებს თავად, მოსწავლეებთან ერთად ან აჯამებინებს მოსწავლეებს).
5.მასალის შესაბამისობა მოსწავლეთა თავისებურებებსა და საჭიროებებთან:
-გათვალისწინებულია ასაკობრივი თავისებურებები.
-გათვალისწინებულია არსებული ცოდნა და გამოცდილება.
-გათვალისწინებულია ინდივიდუალური თავისებურებები.
6.ადეკვატური უკუკავშირი:
-მოსწავლეთა შეკითხვები არ რჩება უპასუხოდ (ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად მასწავლებელი უპასუხებს ყველა შეკითხვას).
-ახალისებს მოსწავლეთა იდეების გენერირების პროცესს.
- უყურადღებოდ არ რჩება და მუშავდება მოსწავლეთა იდეები და მოსაზრებები.
7.მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციის უზრუნველყოფა:
-იყენებს მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციის ეფექტურ ხერხებს.
_ითვალისწინებს ყურადღების კონცენტრაციის ასაკობრივ თავისებურებებს.
-ითვალისწინებს ყურადღების კონცენტრაციის ინდივიდუალურ თავისებურებებს.
8.მოსწავლეთა წარმოსახვის ხელშეწყობა:
-ქმნის შემოქმედებით ატმოსფეროს.
-ითვალისწინებს წარმოსახვის ასაკობრივ თავისებურებებს.
-ითვალისწინებს წარმოსახვის ინდივიდუალურ თავისებურებებს.
9.ურთირთობები გაკვეთილზე:
-ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პარტნიორულია. იგრძნობა მოსწავლეთა მხარდაჭერა და წახალისებულია ურთიერთდახმარება.
-გამოყენებულია ჯგუფური / წყვილებში მუშაობა.
-შექმნილია დისკუსირების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ატმოსფერო.
10.მოსწავლეთა აქტიურობა გაკვეთილზე:
-მოსწავლეები ასრულებენ მასწავლებლის ყველა ინსტრუქციას.
-მოსწავლეებს აინტერესებთ საკითხი და სვამენ შეკითხვებს.
- მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საკითხის განხილვაში. უპასუხებენ შეკითხვებს / ეძებენ პასუხს შეკითხვებზე.
11. არჩევანის შესაძლებლობა:
-აძლევს არჩევანის შესაძლებლობას სხვადასხვა დონის / სახის დავალებების შესასრულებლად.
-აძლევს სტრატეგიების არჩევანის თავისუფლებას.
12.სააზროვნო უნარების განვითარება:
-იყენებს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს / დავალებებს.
-აქვს მომზადებული დიფერენცირებული დავალებები (მაგალითად, ძალიან სუსტი და ძალიან ძლიერი მოსწავლეებისათვის).
13.მოსწავლეთა შეფასება:
-მოსწავლეთა ყველა პასუხი ფასდება (თუნდაც სიტყვიერად).
-შეცდომებზე რეაგირება კორექტულია.
-წახალისებულია თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
14.ეფექტური კომუნიკაცია:
-საუბრობს გარკვევით, შესაბამისი ტემპითა და ტემბრით.
-აქვს აუდიტორიასთან მხედველობითი კონტაქტი.
-ადეკვატურად იყენებს ჟესტებსა და მიმიკას.
15.კლასის მართვა:
-ადეკვატურად რეაგირებს წესრიგის დარღვევის ფაქტებზე.
-მოსწავლეები იშვიათად ან სულ არ არღვევენ დისციპლინას / დისციპლინა თვითრეგულირებადია.
შეფასების სკალა:
5 - მაქსიმალური ქულა
4 - რომელიმე მახასიათებელი სუსტადაა გამოხატული
3 - გამოხატულია რომელიმე ერთი მახასიათებელი
2 - ყველა მახასიათებელი ძალიან სუსტად არის გამოხატული
1 - არ არის გამოხატული არც ერთი მახასიატებელი
                                                                             დაწყებითი  განათლების  კათედრა
                                                                                       2 თებერვალი, 2015 წ.




Комментариев нет:

Отправить комментарий