вторник, 18 апреля 2017 г.

რესურსი შემაჯამებელი წერისთვის


1 комментарий:

  1. რეფლექსია
    სემესტრის ბოლოს გადავწყვიტე ჩამეტარებინა შემაჯამებელი სამუშაო მათემატიკაში. ჩემი მიზანი იყო ცოდნის განმტკიცება, ნასწავლის გახსენება-ორგანიზება, მეხსიერების გავარჯიშება, მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრა.
    ამისათვის power point-ში შევქმენი რესურსი სახელწოდებით
    „ვანგარიშობთ, ვადარებთ 10-ის ფარგლებში. გეომეტრიული ფიგურები და მიმდევრობები“ გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და რადგან მათ ძალიან მოსწონთ ფერადი, მოძრავი ანიმაციები, ამიტომ უხვად გამოვიყენე სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტებიდან ამოღებული ილუსტრაციები, ფონები, ანიმაციები, რიცხვები...
    ამ რესურსს გამოვიყენებ როგორც ერთერთ აქტივობას გაკვეთილზე (15 წთ). მისი გამოყენება შესაძლებელია რამდენიმენაირად: შეიძლება კლასის მართვის რეჟიმით ბუკებში გაგზავნა და ინდივიდუალურად შესრულება სამუშაო ფურცლების დახმარებით, ან პირდაპირ შეასრულებენ ბუკში. ასევე შეიძლება პროექტორით გაშვება და ზეპირი გამოკითხვა.
    ვინაიდან ამ ეტაპზე ყველა ასოს ვერ ცნობენ და შესაბამისად არც კითხვა იციან, ამიტომ თითოეული სლაიდის გაშვებისას მივცემ მოკლე, კონკრეტულ ინსტრუქციას. ასევე დრო განსაზღვრული იქნება თითოეული სლაიდისთვის (1-2 წთ). ამის შემდეგ შევამოწმებ ნამუშევრებს და მივცემ განმავითარებელ შეფასებას.
    ერთერთ სლაიდზე მოცემულია საშინაო დავალება, რომელსაც
    ნასწავლის განმტკიცების მიზნით შეასრულებენ სახლში. აღსანიშნავია, რომ ხშირად მშობლებიც აქტიურად და ხალისით ერთვებიან ასეთი დავალებების შესრულებაში, რაც დადებით როლს თამაშობს ბავშვის სწავლა-განვითარების საქმეში.

    შესაბამისობა ესგ-თან:
    მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
    მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
    მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება
    მათ. I.5. მოსწავლეს შეუძლია განავრცოს, წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს საგნების პერიოდული განლაგებები (მიმდევრობები).
    მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.


    რესურსის შესაქმნელად გამოვიყენე შემდეგი პროგრამები და საიტები:
    1. Power point 2010
    2. http://LearningApps.org/display?v=pjxgkf6yj16
    3. http://LearningApps.org/display?v=ps2nbzud216
    4. http://LearningApps.org/display?v=pjpbacuu516
    Children animated gifs and Animations - Heather's Animations
    5.
    6. pizap.com
    7. https://www.google.com/search?q=backgrounds&client=firefox-b&biw=1920&bih=945&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&sqi=2&ved=0ahUKEwjjgtWztorRAhXNOSwKHdcSDrcQsAQIGA

    ОтветитьУдалить